წალენჯიხაში, სოფელ ობუჯში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას მეხანძრე-მაშველები ამ დრომდე ცდილობენ.
“მთავარი არხისთვის” ცნობილი ხდება, რომ სახლი სოციალურად დაუცველ მოხუცს ეკუთვნის, რომელსაც, შემთხვევის შედეგად, ღია ცის ქვეშ დარჩენა ემუქრება.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა – მეხანძრეებმა ცეცხლმოკიდებული სახლიდან მოხუცის გამოყვანა შეძლეს.
ხანძრის ადგილას წალენჯიხის მერის მოადგილე, თამარ ბელქანია იმყოფება.
ცეცხლი, სავარაუდოდ, გაყვანილობას გაუჩნდა.