ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზის სასამართლო პროცესი დღეს საქმის არსებითი განხილვით გრძელდება. სხდომაზე განიხილავენ ყველა იმ მტკიცებულებას, რომლის საფუძველზეც გიორგი მამალაძეს ბრალი წაუყენეს.
ადვოკატი მიხეილ რამიშვილი იმედოვნებს, რომ სასამართლო კანონის უზენაესობას დაექვემდებარება.
ბრალდებული ითხოვს, რომ საქმესთან დაკავშირებული ყველა დეტალი საზოგადოებამ იცოდეს.
შეგახსენებთ, რომ წინასასამართლო სხდომა დახურული იყო – მოსამართლემ მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
დეკანოზი გიორგი (მამალაძე) მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში პატრიარქთან მიფრინავდა, რა დროსაც ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ პროკურატურას აცნობა, რომ მამა გიორგიმ ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა, რითაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა.