ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლოში ირაკლი ფირცხალავა დაიკითხება. აღნიშნული შუამდგომლობა სასამრთლოს წინაშე დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ დააყენა, რაც მოსამართლემ გაიზიარა.
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, პაატა მეხრიშვილის თქმით, ფირცხალავა დაიკითხება იმ წერილთან დაკავშირებით, რომელშიც ის ციანიდის საქმის მთავარი მოწმის, ირაკლი მამალაძის აგენტობაზე მიუთითებს.
”ირაკლი ფირცახალავამ საჯაროდ განაცხადა, რომ ირაკლი მამალაძე არის აგენტი პროვოკატორი და მას როგორც აგენტს და პროვოკატორს არაერთ საქმეში მიუღია მონაწილება. ჩვენს საქმესაც პროვოკაციის სუნი ასდის ძალიან ჩვეულებრივად, ძალიან პროვოკაციული იყო ის აუდიოჩანაწერი, რომელიც განახორციელა ირაკლი მამალაძემ მამა გიორგისთან.
ამ ყველაფრის გამო, ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა სასამართლოს წინაშე რომ ირაკლი ფირცხალავა დაიკითხოს მოწმის სახით, სასმართლომ გაიზიარა ჩვენი შუამდგომლობა და ირაკლი ფირცხალავა დაიკითხება როგორც დაცვის მოწმე. მისი დაკითხვა მოხდება მას შემდეგ რაც ბრალდების მხარე ამოწურავს ბრალდების შუამდგომლობების განხილვის პროცესს”, – განაცხადა ადვოკატმა.
pirveliradio.ge