ცოტა ხნის წინ გავლენიანმა ამერიკულმა ჟურნალმა „ფორბსმა“ ის წიგნები დაასახელა, რომელმაც სიმდიდრე არა მხოლოდ ავტორს მოუტანა, არამედ მკითხველსაც.
უკვე დიდი ხანია საინვესტიციო გურუს, უორენ ბაფეტის წიგნი „კორპორატიული გაკვეთილები ამერიკისთვის“ ტოპ-ათეულის ლიდერია.
ეს წიგნი იმ ადამიანებს მოუტანს წარმატებას, ვინც უოლ სტრიტზე ცდის ბედს. წიგნი ძირითადად მხცოვანი ინვესტორის წერილებისგან შედგება, რომელიც ბაფეტმა საკუთარი კომპანიების აქციონერებს გაუგზავნა. თუმცა, მას ესეების ფორმა აქვს.
იმ წიგნების სიაში, რომელმაც მკითხველებს შესაძლოა, დიდი ფული მოუტანოს, ასევე მოხვდა „პატარა წიგნი, რომელიც ბაზარს დაამარცხებს“. ამ წიგნის ავტორი საინვესტიციო კომპანია „გოტემ კეპიტალის“ დამფუძნებელი, ჯოელ გრინბალტია.
შემდეგ სიას განაგრძობს: ფილიპ ფიშერის „ჩვეულებრივი აქციები და არაჩვეულებრივი შემოსავალი“, ბენ გრეჰემის „აზრიანი ინვესტორი“, ბად კონრადის „როგორ ვიშოვოთ ფული მსოფლიო ეკონომიკური კრიზისიდან“.
საინტერესოა, რომ „ფორბსის“ სიაში მოხვდა წიგნი „უორენ ბაფეტის მეზობლობაშიც“, რომლის ავტორი მეთიუ შიფრინია.
ავტორი
ავტორი