წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს გურია შეუერთდა.
რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში გამართულ სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობა მუსიკალურმა ჯგუფებმა, მსახიობებმა, სკოლის მოსწავლეებმა და საჯარო მოხელეებმა მიიღეს. ოზურგეთში, ექვთიმე თაყაიშვილისა და ლანჩხუთში, ეგნატე ნინოშვილის მუზეუმებში ლიტერატურული საღამო გაიმართა. სხვადასხვა მწერლის ლექსები წაიკითხეს სკოლის მოსწავლეებმა და საჯარო მოხელეებმა. ისაუბრეს წიგნის მნიშვნელობაზე. ჩოხატაურში, ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმში ახალგაზრდებმა ანა კალანდაძის შემოქმედებიდან ლექსები წაიკითხეს. თეატრის მსახიობებმა ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებიდან ნაწყვეტები შეასრულეს. გაიმართა წლის ყველაზე აქტიური მკითხველის დაჯილდოება – თეა უჯმაჯურიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დააჯილდოვა.
წიგნის საჯაროდ კითხვის კვირეული გურიის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის და მუნიციპალიტეტების ორგანიზებით გაიმართა.
(R)