“მთის ამბების” ინფორმაციით, სესიმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა თეა გოდოლაძემ ქვეყანა დატოვა.
„ციხეში ჯდომით ბევრს ვერაფერს შევცვლი. გარედან გავაგრძელებ ბრძოლას. გაცილებით მეტი ვიცი და გაცილებით მეტი შემიძლია, ვიდრე ჰგონიათ”,_ აღნიშნული განცხადება თეა გოდოლაძემ “მთის ამბებისთვის” გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
გამოცემის ინფორმაციით, მეცნიერმა ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება უკანონოდ დაპატიმრების საფრთხის გამო მიიღო. ამას წინ უძღოდა, სასამართლოს მიერ, თეა გოდოლაძეზე მძიმე ძალადობაში ბრალდებული ყოფილი პარტნიორის გამართლება, თეასთვის ბრალის წარდგენა, „ქართული ოცნების“ პირველი პირებისგან სიტყვიერი თავდასხმები და მის წინააღმდეგ ორგანიზებული საინფორმაციო კამპანია განსაკუთრებით შოვის ტრაგედიის შემდეგ.