სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილის ციხეში დაბრუნება მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველია. იოსელიანი ვივა მედის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც კლინიკა პენიტენციურს სთხოვს, შეაფასოს პაციენტის კლინიკაში დარჩენის მიზანშეწონილობა.
“მისი ციხის საავადმყოფოში დაბრუნება შეიძლება საშიში იყოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის. მე ვიზიარებ იმ პოზიციას, რა პოზიციაც სახალხო დამცველს მიხეილ სააკაშვილთან ჰქონდა დაფიქსირებული. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის პენიტენციურ სისტემაში დაბრუნება თუ იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამაუარესებელი, რა თქმა უნდა ეს არ უნდა მოხდეს და ის უნდა დარჩეს სამოქალაქო საავადმყოფოში”, _ ამბობს იოსელიანი
იოსელიანის თქმით, მისი მხრიდან სახალხო დამცველთან არსებული სამედიცინო კონსილიუმის ექიმებს სრული მხარდაჭერა აქვთ, თუმცა როდის მოინახულებენ ისინი მესამე პრეზიდენტს, იოსელიანისთვის უცნობია.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე სახალხო დამცველს სთხოვს, სასწრაფოდ შევიდეს კომისია მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად.