“ქართული ოცნების“ წევრი ნინო წილოსანი ფეისბუქზე ავრცელებს ინფორმაციას, რომ ამერიკის სენატმა საქართველოს დასახმარებლად 137 მილიონი აშშ დოლარი გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება დაამტკიცა.
“დეზინფორმაციას ბოლოს ერთი მნიშვნელოვნად დადებითი მხარეც აქვს – გარკვეული დროის მერე აუცილებლად ვლინდება
განსაკუთრებული აჟიოტაჟი ქონდა ოპოზიციას ატეხილი – ყველას გვარწმუნებდნენ რომ ამერიკიდან სანქციების მოლოდინში უნდა ვყოფილიყავით…
მაშინაც ამას ვამბობდით და დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა- დეზინფორმაცია და სიცრუეა მათ მიერ გავრცელებული ის ინფორმაცია.
ახლა უკვე ფაქტებით შეგვიძლია დავგმოთ ოპოზიციის მიერ ტირაჟირებული მორიგი დეზინფორმაცია
ამერიკის სენატმა საქართველოს დასახმარებლად 137 მილიონი აშშ დოლარი გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება დაამტკიცა
გილოცავთ ყველას, ჩვენი პარტნიორი ქვეყნის ამ დიდ მხარდაჭერას!“ – წერს ნინო წილოსანი.





























































