„ქართული ოცნების“ დეპუტატის ნინო წილოსანის განცხადებით, მას რუსული ოკუპაციის შემდეგ არ ახსენდება “იმაზე დიდი შეურაცხყოფა”, ვიდრე უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების კომენტარებია – მან სწორედ ასე უპასუხა ტელეკომპანია „ფორმულის“ გადაცემა „დროების“ ჟურნალისტის კითხვას:
„თუ გახსენდებათ შემთხვევა, როცა „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა პუტინის მისამართით იხმარეს სიტყვა „ვიგინდარა“ ან „სამარცხვინო?“ – ჰკითხა წილოსანს ჟურნალისტმა.
“მე არ მახსენდება ისეთი შეურაცხმყოფელი ფაქტები ჩვენი ქვეყნის მისამართით, თუ არ ჩავთვლით ძირითად ტრაგედიას, ოკუპაციას, ამის შემდეგ ნამდვილად არ მახსენდება ისეთი შეურაცხყოფა, რომელიც უკრაინის რიგი მაღალჩინოსნების მხრიდან მოგვადგა”. – უპასუხა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა კითხვას.
მედიაში ამ ინფორმაციის გავრცელებას ცოტა ხანში მოჰყვა აღნიშნული ფოტოს გავრცელება წილოსანის გვერდზე:
გადაცემის სრული ვერსია კი ეთერში 8 მაისს, საღამოს გადის.