ქართული რომანტიზმის მახარობლის, ალექსანდრე ჭავჭავაძის სამამულოში, წინანდალში, ცნობილი სასახლის შემოგარენში ჟამთასვლის მგრძნობელობა, საუკუნეებს, თითქოს, კიდევ უფრო გაუმძაფრებია.
თვალსაწიერზე , გონიერი მზერის მოტარებისას,კადრებად მონაცვლეობს მამა_შვილის რთული საზოგადოებრივი ცხოვრება, შამილის მიერ იავარქმნილი სასახლე, კულტურის კერა, ქართული ღვინის ჩამოსხმის პირველი ფაქტი წინანდალში…და ყოვლისმომცველი სამარადჟამო გუგუნი: “სიყვარულო, ძალსა შენსა”
ავტორი: მარინა ჩიხლაძე