ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგევრდზე გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, თიანეთში მერის არცევნები საქართველოს პარლამენტის ყოფილმა წევრმა, თამაზ მეჭიაურმა მიიღო.
მეჭიაური საკუთარი პარტიიდან “თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის” იყრიდა კენჭს.
ცესკო-ს ცნობით თიანეთში 20 უბნიდან ყველა დათვლილია და ამ მონაცემებით თამაზ მეჭიაურს ამომრჩეველთა 50.06%-მა გამოუცხადა ნდობა.
“ქართული ოცნების” კანდიდატს ლელა ქიტესაშვილს 49.94 % აქვს.