HaberTurk-ის ინფორმაციით, თურქეთში გუშინ გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების ხმების 98.82%-ის დათვლის შედეგად, რეჯეფ თაიფ ერდოღანს 49.42% აქვს, მის მთავარ ოპოზიციონერ მეტოქეს, ქემალ ქილიჩდაროღლუს კი 44.95%.
ოფიციალური შედეგები ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა, თუმცა ყველა წინასწარი მონაცემების შედეგად, თუმცა წინასწარი მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებში 50%-იანი ბარიერი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში, 28 მაისს, არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
მეორე ტურში ერთმანეთს მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ქემალ ქილიჩდაროღლუ დაუპირისპირდებიან.
თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგები რამდენიმე დღეში გამოცხადდება.
ავტორი