გირგვლიანი მოკლა სახელმწიფომ და სახელმწიფომ ხელი დააფარა მკვლელებს ხელი _ ეს განცხადება ქართული ოცნების თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ გააკეთა.
“ჯერ არ დასრულებულა სასამართლო, დასრულდა მხოლოდ ერთი ეტაპი, არსად იკვეთება რომ ამ მკვლელობაში სახელმწიფოს ინტერესი ჰქონდა. საგამოძიებო კომისიამაც ვერ დაადგინა, რომ დღეს სახელმწოფომ მკვლებს ხელი დააფარა. შეგახსენებთ, რომ ჯერ სასამართლოს მხოლოდ ერთი ეტაპი დასრულდა. გირგვლიანის შემთხვევაშოი კი სახელმწიფომ მოკლა გირგვლიანი და შემდეგ სახელმწიფომ ხელი დააფარა გირგვლიანის მკვლელებს, ასე რომ დიდი ცინიზმი და უზნეობაა ამ ორი მკვლეობის გაიგივება”, _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.