სოფელ წიფნარის მცხოვრები ანა კეშელავა სოციალურ ქსელში წერს, რომ სოფელში არ არის ნაგვის ურნები.
“სოფელ წიფნარის მოსახლეობა ნაგვის ურნების არარსებობას უჩივის!
პრობლემა გავლენას ახდენს მოსახლეობაზე განსაკუთრებით ბავშვების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე.
გთხოვთ მოახდინოთ შესაბამისი რეაგირება და სოფელში დადგათ ნაგვის ურნები.“ – წერს ანა კეშელავა.
“გურია ნიუსი“ დაუკავშირდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურს.
“ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ბოლო წლებში, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი ღონისძიებები გატარდა, შეძენილი იქნა 3 ნაგავმზიდი და ნაგავშემკრები კონტეინერები. დაბასა და სოფლებში განთავსებული არის 300 ნაკავშემკრები კონტეინერი. მომავალ წელს იგეგმება დამატებით 150 კონტეინერის შეძენა და განთავსება იმ სოფლებში, სადაც დამატებას საჭიროებს.“ – გვითხრეს პრესსამსახურში.
ამ ეტაპზე ზუსტ ინფორმაციას ჩოხატაურის მერიაში არ ფლობენ თუ როდის მოხდება 150 კონტეინერის შეძენა.