“ჰელსინკის კომისიის შეშფოთების მთავარი საგანი მაინც ის არის, რომ ბოლო 30 წელში აშშ-ის მიერ გაკეთებულ ინვესტიციებს წყალში ყრის “ქართული ოცნება”, თან ეს ხდება ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ.” – განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა ჰელსინკის კომისიის განცხადებასთან დაკავშირებით.
“ჰელსინკის კომისიის მხრიდან ამ შეშფოთების მთავარი საგანი მაინც ის არის, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში შეერთებულ შტატებს კოლოსალური ინვესტიციები აქვს ჩადებული საქართველოში, რაც ხმარდებოდა საქართველოს ეკონომიკური განვითარებას, ინსტიტუციურ განვითარებას, უსაფრთხოებას და ამ ყველაფერს წყალში ყრის “ქართული ოცნება”, აბრუნებს ჩრდილოეთის მიმართულებით და თან ეს ყველაფერი ხდება ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ.” – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
პეტრე ცისკარიშვილის განცხადებას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს.