ცოტა ხნის წინ საფრანგეთში ცისფერი ღვინო ჩამოასხეს.
„ფირუზისფერი შარდანე“ – ღვინის მოყვარულებს საფრანგეთი სთავაზობს. სასმელი უჩვეულო ფერისაა, თუმცა ნატურალურია. უნიკალურ ღვინოს ესპანეთის სამხრეთ სანაპიროზე მოყვანილი შარდანეს კლასიკური ჯიშის ყურძნისგან ამზადებენ.
პიკანტურობისთვის სასმელს ნატურალურ საღებავს ანტოციანინს უმატებენ, რომელსაც წითელი ყურძნის კანისგან იღებენ.
მწარმოებლების რეკომენდაციით, „ფირუზისფერი შარდანეს“ მიღება ზღვის პროდუქტებთანაა კარგი. ერთი ბოთლი ცისფერი ღვინო 12 ევრო ღირს.
ავტორი