პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე, მმართველ გუნდს, დღევანდელი რიგგარეშე სხდომის გამო აკრიტკებს. ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებით, სხდომის შესახებ ისინი არავის გაუფრთხილებია.
ჭიჭინაძე ღილაკების არევის ინციდენტსაც იხსენებს და ამბობს, რომ საერთო “ჩატში” დეპუტატებს ღილაკების დანიშნულების გასარჩევად, მწვანე და წითელ ვაშლებს უგზავნიდნენ.
“თავიდან მე მახსოვს რომ გზავნიდნენ წითელ და მწვანე ვაშლს, ღილაკები რომ არავის არეოდა. ახლა ეტყობა გადავიდნენ დაღეჭვით ახსნაზე. ჩვენთვის მაგალითად ყოველთვის უცნობია, როდის რას გეგმავს პარლამენტის თავმჯდომარე. ჩვენთან დამოუკიდებელ დეპუტატებთან კომუნიკაცია არ აქვთ.
ერთი ყავდათ, კოკა ყანდიაშვილი, ვინც აგზავნიდა რა ფერ ღილაკზე უნდა დაგვეჭირა. მწვანე კნოპკა რომ ეს არის მომხრე, წითელი წინააღმდეგი. სესიის დროს მოდიოდა, ჯერ კიდევ ქუთაისში ვიყავით.
მწვანე და წითელი ღილაკების პრობლემა დიდი ხნის პრობლემაა”, _ აცხადებს ჭიჭინაძე.