ციციშვილის კლინიკაში შეყვანილი ორი კოვიდინფიცირებული ჩვილიდან ერთი გარდაიცვალა, მეორის მდგომარეობა კი მძიმეა. ამის შესახებ „იმედინიუსს“ ციციშვილის „ბავშვთა ახალი კლინიკის“ სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ განუცხადა.
კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.
ამ დროისთვის მხოლოდ ციციშვილის კლინიკაში 70 ბავშვი მკურნალობს.
16 ივლისს კლინიკაში კოვიდინფიცრებული 3 კვირის ჩვილი გარდაიცვალა. 19 ივლისს კი, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, საკეისრო კვეთის შემდეგ, კოვიდინფიცირებული ქალი გარდაიცვალა.