ქალაქ ოზურგეთში (ექადია) წიწოვანი ხეები მოჭრეს.
როგორც “გურია ნიუსმა“ გაარკვია, ხეები კერძო საკუთრებაში მოჭრეს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური ამ ფაქტთან დაკავშირებით ადგილზე იმყოფებოდნენ.
“პირველ ეტაპზე მხოლოდ ის შეგვიძლია გითხრათ, რომ ეს ტერიტორია არ არის ქარსაფარი ზოლი და მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებაში არ შედის.“ – გვითხრეს ზედამხვედველობის სამსახურში.
არასამთავრობო ორგანიზაცია “ეკოს“ დამფუძნებელი ირმა გორდელაძე ამბობს, რომ ამ ბოლო პერიოდში წიწვოვანი ხეების მეორე ფაქტი დაფიქსირდა.
“როგორც გავარკვიე შპს “ექადიამ“ ეს ტერიტორია გაყიდა კერძო პირზე, რის შემდეგაც, 2020 წელს მიწის ნაკვეთი ისევ გაიყიდა. ეს დოკუმენტები მოვიპოვე. პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ გასაგებია, ის ადგილი, სადაც მოიჭრა ნაძვის ხეები, კერძო საკუთრებაა, მაგრამ წიწვოვანი ხეების მოჭრა დაუშვებელია”, _ თქვა ირმა გორდელაძემ.