ოზურგეთში უკრაინაში დაღუპულ მებრძოლი ამირან ზოიძე ჩამოასვენეს. მას ხუთშაბათს, მშობლიურ დაბა ნარუჯაში დაკრძალავენ.
როგორც აგვისტოს ომის მონაწილე ბესო ქათამაძე ამბობს, ამირან ზოიძე 2024 წელს შეტაკებებისას ტყვედ ჩავარდა , 2025 წლის აგვისტოში მისი ცხედარი უკრაინას გადმოსცეს.
”წუხელ ჩამოასვენეს ნარუჯაში, ცხედარს საშინელი წამების კვალი ეტყობა” – აღნიშნა ბესო ქათამაძემ.
აღნიშნულთან დაკავშირებით ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური განცხადებას ავრცელებს.
” ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის გურიის წარმომადგენლობა იუწყება რომ გარდაიცვალა მებრძოლი ზოიძე ამირანი უკრაინაში ქ,ლუცკში, პანაშვიდი 17,18 თებერვალს, დაკრძალვა ხუთშაბათს 19 თებერვალს მისამართი ოზურგეთი დაბა ნარუჯა.” – ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: guria.tv

































































