ერეკლე II-ის დაბადებიდან 300 წლის იუბილეს ფარგლებში ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა სკოლის მოსწავლეებისთვის კონკურსი გამოაცხადა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემლისხიდის სკოლის მოსწავლემ სესილი თოდრაძემ კონკურსში მონაწილეობა მიიღო. მან დაწერა თემა”პატარა კახის უცნობი ხმალის ისტორია გურიაში.“
ესეების კონკურსში მონაწილეობა მიიღო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის 198-მა მოსწავლემ.
კონკურსში გამოვლინდა გამარჯვებულები. ასევე გამოვლინდა საუკეთესო ათეული და ამ ათეულში საპატიო ადგილზე მოხვდა სესილი თოდრაძის ნამუშევარი.