10 წლის ცხენი, სახელად ლუკა, დანარჩენი ცხენებისგან იმით განსხვავდება, რომ შეუძლია ძაღლივით დაჯდეს, დაწვეს, უკანა ფეხებზე დადგეს, მოიტანოს გადაგდებული ჯოხი და ყველაზე მთავარი – ლუკა 19-მდე რიცხვს ცნობს. ლუკას პატრონი 54 წლის ამერიკელი კარენ მორდოკია და ცხენს შვილივით უვლის. ლუკამ რამდენჯერმე მიიღო დოღში მონაწილეობა, მაგრამ ყველა მცდელობა წარუმატებელი აღმოჩდა. მალე კარენი მიხვდა, რომ მის ცხენს ჭენება არ იზიდავს, ამიტომ გადაწყვიტა მასში ძაღლური თვისებები განევითარებინა. ასეთი უცნაური თვისებების გამო ლუკა გინესის რეკორდების წიგნში უკვე შევიდა როგორც ყველაზე ჭკვიანი ცხენის ტიტულით.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved