ამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით ვანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ამაღლებაში ტრადიციული დოღი გაიმართა.
დოღში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან და რეგიონიდან ჩამოსულმა ცხენოსნებმა.
შეჯიბრი რამდენიმე სახობაში გაიმართა.
მათ შორის სოფლის ცხენებში ჩატარებული შეჯიბრის პირველადგილოსანი ჩოხატაურელი ცხენოსანი კონსტანტინე კვაჭანტირაძე გახდა.
მას პრიზის სახით ფულადი ჯილდო, თასი და მედალი გადაეცა.




































































