საოკუპაციო რეჟიმი ვაჟა გაფრინდაშვილის წინააღმდეგ საქმის გაყალბებას აგრძელებს. ტყვეობაში მყოფი ექიმის სატელეფონო ჩანაწერები ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. КГБ-გამოაქვეყნა.
ე.წ. უშიშროების მტკიცებით, საოკუპაციო ხაზის გადაკვეთა ვაჟა გაფრინდაშვილს წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი. ე.წ. უწყება ვაჟა გაფრინდაშვილის ქმედებას პროვოკაციად აფასებს და თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს უკავშირებს.
მნიშვნელოვანია ერთი დეტალი – ოკუპანტებს ჩანაწერები საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აქვთ გაკეთებული.
წყარო: რუსთავი2