ცხრა აპრილს გმირულად დაღუპული ადამიანების პატივსაცემად სამტრედიაში ოპოზიცია შეიკრიბა.
გმირთა მემორიალი ტიტებით შეამკეს “ერთიანი ნაციონალური” მოძრაობის სამტრედიის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა და პარტიის მხარდამჭერებმა.
მათ გამოსვლებში ითქვა, რომ იმ პირობებში, როცა ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია, საქართველოში დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა ისევ გრძელდება.