ცოტა ხნის წინ, კანადელმა კიგენ როტმანმა 270-კილოგრამიანი თევზი დაიჭირა.
ერთ მშვენიერ დღეს, როტმანი და მამამისი სათევზაოდ გაეშურნენ მდინარეზე. ისინი ყოველდღე საათობით თევზაობდნენ და ამჯერად უფრო მეტი თევზის დაჭერის იმედი ჰქონდათ. მიუხედავად იმისა რომ პატარა როტმანი მხოლოდ 9 წლის იყო, ის მაინც ახერხებდა ბევრი თევზის დაჭერას.
როდესაც მამა გადაიღალა თევზაობით, გადაწყვიტა ცოტაოდენი დასვენება. ამასობაში კიგენ როტმანის ნემსკავს რაღაც ძლიერი გამოედო, ის იმდენად ძლიერი იყო, რომ ლამის პატარა როტმანი მდინარეში ჩააგდო.
პატარა როტმანმა ფარ-ხმალი არ დაყარა და შემდეგ უკვე მამის დახმარებით 270 კილოგრამიანი თეთრი ზუთხი ამოიყვანა.
პატარა მეთევზემ 9 მეტრის სიგრძის თეთრი ზუთხი რამდენიმე საათის შემდეგ ისევ მდინარეში გაუშვა.
9-მეტრიანი თეთრი ზუთხი, რომელიც პატარა როტმანმა დაიჭირა, კანადაში, ჩილვეკის ტერიტორიაზე მდებარე მდინარეზე დაცურავს.