რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს, “შინ ევროპისკენ” აქციის მონაწილეებს ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ მიმართა და მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს ევროპულ კურსს:
“ჩემს ქართველ სტაჟიორ ირინასთან ერთად მინდა მოგმართოთ ამ აქციაზე, რომელიც იმართება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად. წლებია, ვიცი რომ ქართული საზოგადოება, ქართველი ხალხი მსოფლიოში ყველაზე პროევროპულია, რომელიც მხარს უჭერს არსებობას, ფუნქციონირებას და ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანებას. შესაბამისად, საქართველოს არაერთი მთავრობის ძალისხმევის შემდეგ, ჩვენც მხარს ვუჭერთ ევროკომისიის ამ შეფასებას. ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის ოცნება ასრულდეს. განსაკუთრებით იმ დიდი საფრთხის ფონზე, რომელსაც ქმნის რუსეთის ფედერაციის აგრესიული პოზიცია უკრაინის მიმართ ამ ქვეყანაში სრულმასშტაბიანი შეჭრით. ბევრი ქართველი მხარს უჭერს უკრაინას ისევე როგორც ჩვენ, ევროკავშირის წევრები” _ თქვა ანა ფოტიგამ.
ავტორი