როგორც ცოტა ხნის წინ ვწერდით, ლანჩხუთში ახალგაზრდა პოლიციელი დაიღუპა.
“გურია ნიუსის” წყაროს ინფორმაციით, გარდაცვლილი ვაჟა ვ-ია. როგორც წყარო გვიყვება, წლების წინ მის ოჯახში კიდევ ერთი ტრაგედია დატრიალდა _ პოლიცელი მამა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა.
“მთელი ლანჩხუთი გლოვობს. წლების წინ მის ოჯახში კიდევ ერთი საზარელი ტრაგედია დატრილადა _ პოლიციელი მამა მატარებელმა გაიტანა”, _ გვეუბნება წყარო.
შეგახსენებთ, რომ 28 წლის პოლიციელს ავტომობილი დაეჯახა და დაიღუპა.