2024 წლის ზაფხული ევროპის დიდი ნაწილისთვის საშუალოზე ცხელი აღმოჩნდა.
BBC-ის ინფორმაციით, კოპერნიკის კლიმატის ცვლილების სამსახურის მონაცემების თანახმად, 2024 წლის ზაფხული ყველაზე ცხელი იყო დედამიწაზე.
გარდა ამისა, ზაფხულში დაფიქსირებული ჰაერის ტემპერატურა ევროპაში 1,54 გრადუსით მეტი იყო 1991-2020 წლების გრძელვადიან საშუალო მაჩვენებელზე, რაც აღემატება 2022 წელს დაფიქსირებულ რეკორდს.
აგვისტო ასევე იყო მე-13 თვე 14-თვიან პერიოდში, სადაც გლობალური საშუალო ტემპერატურა 1,5C-ით აღემატებოდა პრეინდუსტრიულ დონეს.
კოპერნიკის დირექტორის მოადგილემ სამანტა ბურგესმა თქვა: “ტემპერატურასთან დაკავშირებული ექსტრემალური მოვლენები, რომლებიც ამ ზაფხულს მოწმდება, მხოლოდ უფრო ინტენსიური გახდება”.