ქვეყანაში Pfizerზე მოთხოვნა იზრდება. ვაქცინის დოზები საკმარისია იმისთვის, რომ სექტემბრის ბოლომდე მოსახლეობის დიდი ნაწილი აიცრას.
ამირან გამყრელიძის თქმით თუკი ვაქცინაციის პროცესი ასეთი აქტიური ტემპით გაგრძელდება Pfizer-ის გახარჯვა სექტემბრის ბოლომდე შესაძლებელია, რაც ქვეყანას პანდემიასთან ბრძოლაში საგრძნობლად დაეხმარება.
წლის ბოლომდე საქართველოში კვლავ შემოვა Pfizer-ის მილიონნახევარი დოზა.