ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ადამიანების უმეტესობას უვითარდება მომატებული არტერიული წნევა, ჰიპერტენზია და სისხლძარღვებში ფუნქციონალური დარღვევებიც კი, რომლებიც დაკავშირებულია დაბალი ხარისხის ანთებასთან. წამლის თერაპიის გარდა, კვებას მნიშვნელოვანი როლი აქვს მინიჭებული ამ დარღვევების დარეგულირებაში.
ეპიდემიოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ პოლიფენოლებით მდიდარი საკვები ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს. წითელი მოცვი, შავი მოცვი, წითელი თუ შავი მოცხარი არის პოლიფენოლების უმდიდრესი წყარო.
დადგინდა, რომ კენკრეულიდან (მოცვი, მოცხარი) ყველა სასარგებლოა, თუმცა სისხლის წნევის დამწევი ყველაზე ეფექტური საშუალება წითელი მოცხარის წვენია.
































































