გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16 თებერვალს ქუთაისში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღე +12 გრადუსი, ღამით კი +3 გრადუსი იქნება. ოზურგეთში ჰაერის ტემპერატურა დღისით +12 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიანი ამინდი იქნება ფოთში, დღისით +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით +13 გრადუსი იქნება, ღამით კი 0 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +11 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +3 გრადუსი იქნება.
მესტიაში +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -9 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაში ჰაერის ტემპერატურა დღისით +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა -8 გრადუსამდე დაიწევს.
+8 გრადუსი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში -5 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანშიც მზიანი ამინდია ნავარაუდები. დღისით +5 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -12 გრადუსი იქნება.
გორში ქარი და +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში -4 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +7 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -5 გრადუსი იქნება.
გუდაურში დღისით მზე და +4 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -8 გრადუსი იქნება. ომალოში თოვლია. დღისით ჰაერი -4 გრადუსამდე დაეცემა, ღამით კი -10 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +5 გრადუსი იქნება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც თოვლია. დღისით +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +1 გრადუსია ნავარაუდები.
გურჯაანში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +7 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით +4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი 0 გრადუსი იქნება.
რუსთავშიც მზეა ნავარაუდები. დღისით +10 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში დღეს მზიანი ამინდია ნავარაუდევი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +1 გრადუსია მოსალოდნელი.