ცნობილი ქართველი სცენოგრაფი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი შმაგი სავანელი გარდიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
ფარნაოზ ლაპიაშვილის მოწაფე შმაგი სავანელმა კარიერის დასაწყისშივე მიიქცია თეატრალთა ყურადღება. მისი გაფორმებული სპექტაკლებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია: „ამჰერსტის მშვენება“, „ირინეს ბედნიერება“, „გასაღები“ – რუსთაველის თეატრში, „ბახტრიონი“, „სამგროშიანი ოპერა“, „ქაქუცა ჩოლოყაშვილი“, „პიგმალიონი“, „კოტე მარჯანიშვილი“ – მარჯანიშვილის თეატრში, „ფურნე“, „ბაღლინჯო“, „კაცის ტვირთი“ – მეტეხის თეატრში, „ზღვა რომელიც შორია“ – სოხუმის თეატრში.
შმაგი სავანელს გაფორმებული აქვს 100-მდე სპექტაკლი საქართველოს თითქმის ყველა თეატრში. აქტიურად თანამშრომლობდა რეზო გაბრიაძესთან მარიონეტების თეატრში; მონაწილეობდა მიტელბახის, ავინიონის, ედინბურგის, რომის, მეხიკოს, ბერლინის, მადრიდის თეატრალურ ფესტივალებში; ტალინის, საარბრიუკენის, სანკტ-პეტერბურგის, ვილნიუსის, ბერლინის გამოფენებში, პრაღის კვადრიენალეში.
შმაგი სავანელის გარდაცვალებით ქართულმა სცენოგრაფიულმა სკოლამ დიდი დანაკლისი განიცადა.