“გურია თუდეის” ინფორმაციით, ცნობილი ლანჩხუთელი ბიზნესმენის, თემურ ჩხაიძის შვილი – მამუკა ჩხაიძე ტრაგიკულად დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, იგი ურეკში, ზღვაში დაიხრჩო.
“მწარე რეალობის წინაშე დაგვაყენე, მაგრამ მაინც არ მინდა დავიჯერო, რომ ჩვენს შორის აღარც შენ აღარ ხარ, ჩვენო ერთგულო, კეთილო, უალალესო”, – წერს სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობელი მანანა ჩხაიძე.
































































