ოზურგეთში, ცნობილი მეან გინეკოლოგი ნუნუ ინარიძე გარდაიცვალა. ქალბატონი ნუნუ ინარიძე 52 წელი მუშაობა ოზურგეთის სამშობიარო სახლში.
ოზურგეთის სამშობიარო სახლის პერსონალი, ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ღვაწლმოსილი ექიმი, ცნობილი მეან გინეკოლოგი ნუნუ ინარიძე და უთანაგრძნობს ოჯახს.
“ქალბატონი ნუნუ იყო თავის საქმეზე შეყვარებული ადამიანი. ძალიან ყურადღებიანი, თავაზიანი, კეთილშობილი და რაც მთავარია, თავისი საქმის პროფესიონალი იყო.
ქალბატონი ნუნუ 2011 წელს დაემშვიდობა თავის საქმიანობას, მაგრამ მასთან ურთიერთობა თავის მეგობრებს და კოლეგებს, არ გაუწყვეტია, – თქვა “მედალფას“ ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის დირექტორმა, დათო მდინარაძემ.
(R)