ბელა ჰადიდი
„მე ვარჯიშის რაოდენობას ვზრდი, თუმცა ამასთან ძალიან ბევრს ვჭამ. ვარჯიშამდე ნახევარი საათით ადრე ვსვამ სმუზს ან პროტეინების კოქტეილს – ეს ენერგიით მავსევს. ვარჯიშის შემდეგ კუნთების აღსადგენად ვიღებ რაიმე ცილოვანს, მაგ: ქათამს“.
კარლი კლოსი
„როცა წონაში დაკლება მინდა პროტეინის კოქტეილს ვსვამ და ვახშმის ნაცვლად სალათს მივირთმევ. ერთადერთი პრობლემა, რასთანაც ბრძოლა მიწევს – ეს სასუსნავებია. ამიტომ ყოველთვის თან მაქვს ვაშლი, ბანანი და იოგურთი – ამ ყველაფრის მირთმევა მოსახერხებელია სიარულის დროსაც“.
ადრიანა ლიმა
„ჩემთვის გახდომისთვის ყველაზე მთავარი წესია – შაქრის გამორიცხვა. ჩემთვის საკმარისია ის რაციონიდან ამოვიღო და რამდენიმე კილოგრამს ყოველგვარი ძალდატანების გარეშე ვკარგავ“.
ჟიზელ ბიუნდჰენი
„დღეს ვიწყებ ჭიქა თბილი ლიმნიანი წყლით,ეს ორგანიზმში ტუტე ბალანსის სტაბილიზებას ახდენს და ააქტიურებს საჭმლის მომნელებელ სისტემას.შემდეგ ვსვამ ვიტამინებით სავსე სმუზს, რომელსაც თავად ვამზადებ ორგანული ხილისგან. რამდენიმე საათში ვსაუზმობ ახალი ხილით, კვერცხით, ავოკადოთი და პურისა და ქოქოსის კარაქით მომზადებული ტოსტით. ასე ენერგიას თითქმის მთელი დღე ვინარჩუნებ“.


































































