ლეგენდარული მსახიობი ჯინ ჰეკმანი და მისი მეუღლე ბეტსი არაკავა ოთხშაბათს გარდაცვლილები იპოვეს ნიუ-მექსიკოში, საკუთარ სახლში თავიანთ ძაღლთან ერთად, _ იუწყება cnn.com.
გარდაცვალების გარემოებები, ოფიციალურმა პირებმა ჩათვალეს “საკმარისად საეჭვოდ” საფუძვლიანი გამოძიების დასაწყებად.
გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ოფიციალური პირების თქმით, წყვილს გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნებოდა, აგრეთვე, აირის გაჟონვის ნიშნები არ აღნიშნულა.
პოლიციის ცნობით, წყვილის ცხედრები სახლის სხვადასხვა ოთახებში იპოვეს, ბეტსი არაკავას ახლომახლო კი ტაბლეტები იყო მიმოფანტული.
911-ში დარეკა მოქალაქემ და თქვა, რომ იატაკზე მწოლიარე გარდაცვლილები მან ფანჯრიდან დაინახა.

95 წლის ოსკაროსანი მსახიობი ჯინ ჰეკმანი მთავარ როლებს ასრულებდა ისეთ საკულტო ფილმებში, როგორებიცაა “The French Connection”, “Hoosiers”, “Unforgiven” და “The Firm”.
ჰეკმანზე სამი ათეული წლით უმცროსი ბეტსი არაკავა კლასიკური პიანისტი იყო.































































