ადამ ლევინი და პეატი პრინსლუ
ადამი ბეატის 2013 წელს, ერთწლიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდა და რომანი Victoria’s Secret-ის კიდევ ერთ მოდელთან – ნინა აგდალთან გააბა, თუმცა მომავალ წელს, კვლავ პეატის დაუბრუნდა და მასზე იქორწინა.
ჯასტინ ტიმბერლეიკი და ჯესიკა ბილი
წყვილი 2011 წელს, ოთხწლიანი რომანის შემდეგ დაშორდა, თუმცა სულ რაღაც ერთ წელიწადში იქორწინა.
კემბრიჯის ჰერცოგი და ჰერცოგინია
უილიამმა და ქეითმა ერთმანეთი 2001 წელს, უნივერსიტეტში გაიცნეს, მათი რომანი 2007 წელს დასრულდა, თუმცა ფაქტია, ურთიერთობა კვლავ აღადგინეს და 2011 წელს ქორწილით დაგვირგვინდა.
მეგან ფოქსი და ბრაიან ოსტინ გრინი
წყვილი 2006 წელს დაინიშნა, 3 წლის შემდეგ კი, დაშორდა, მაგრამ მცირე ხნით და წყვილმა მალევე იქორწინა.
კრისტინ კავალარი და ჯეი კატლერი
წყვილი 2011 წელს, ნიშნობიდან რამდენიმე თვეში დაშორდა, მაგრამ მალევე კვლავ აღადგინა ურთიერთობა და 2013 წელს ქორწილიც შედგა.
ავტორი