აღმოჩნდა რომ ჰოლივუდში მოღვაწე არაერთი ვარსკვლავი წარმოშობით უკრაინიდანაა.
პოპულარული მსახიობი დასტინ ჰოფმანი ებრაელია, რომლის წინაპრებიც კიევში ცხოვრობდნენ, როდესაც უკრაინა რუსეთის იმპერიის ნაწილი იყო.
ცოტა ხნის წინ ჰოფმანმა მონაწილეობა მიიღო ცნობილ გადაცემაში „Finding Your Roots“ და თავისი წინაპრების შესახებ სენსაციური ინფორმაცია აღმოაჩინა.
მსახიობმა სწორედ ამ გადაცემის მეშვეობით გაიგო, რომ მისი ბებია 5 წლის განმავლობაში უკრაინის საკონცენტრაციო ბანაკში იძულებით ცხოვრობდა.
უკრაინული ფესვები გააჩნია ცნობილ კინორეჟისორ სტივენ სპილბერგსაც. მისი ბებია და ბაბუა უკრაინელები იყვნენ. რეჟისორის ნათესავები, რომლებიც უკრაინაში ცხოვრობდნენ, ჰოლოკოსტის მსხვერპლი გახდნენ.
სპილბერგის თქმით, ბავშვობაში ანტისემიტური დამოკიდებულება არაერთხელ უგრძნია.
ამ მხრივ აღსანიშნავია მისი ცნობილი ფილმი „შინდლერის სია“, რომლის მთავარ თემასაც ანტისემიტიზმი წარმოადგენს.
[sexy_author_bio]