როგორც უკვე ვწერდით, 21 წლის მამაკაცი მდინარე ხობისწყალში დაიხრჩო. “გურია ნიუსისთვის” გარდაცვლილის ვინაობა ხდება ცნობილი . როგორც წყარო გვიყვება, გარდაცვლილი 21 წლის ნიკა გახარიაა.
შეგახსენებთ, უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს ფეხი დაუცურდა და თავი დაარტყა. იგი ადგილზე დაიღუპა.