ცნობილია 21 წლის მამაკაცის ვინაობა, რომელიც დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა.
როგორც “გურია ნიუსისთვის” ცნობილი ხდება, გარდაცვლილი ზესტაფონის მკვიდრი, 21 წლის გიორგი ნებიერიძეა.
“შეძრული ამ საშინელი ტრაგედიით. დენმა დაარტყა. როგორი იმედი გვქონდა, რომ გადარჩებოდა, თუმცა, სამწუხაროდ, დაიღუპა. ყველაფერი წინ ჰქონდა, მაგრამ არ დასცალდა”,-განუცხადა “გურია ნიუსს” გარდაცვლილის ახლობელმა.
ავტორი