დოკუმენტის თანახმად, მე-12 კლასში შემავალი საგნის/საგნების (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, ინგლისური ენა, სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება) ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდა ტარდება ცენტრალიზებულად, სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ, ელექტრონული ფორმით.
სკოლებს სისტემა არჩევს, რაც შეეხება ტესტებს, სკოლების მიერ წინასწარ წარმოდგენილი ტესტური დავალებებიდან სამინისტრო კომბინირებული ტესტებს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ ეს პუნქტი არ ვრცელდება არაქართულენოვან სკოლებზე/სექტორებზე, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჩ7“ ქვეპუნქტის „ჩ7.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რესურსსკოლებზე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ პირებზე, ასევე იმ მე-12 კლასელებზე, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული „ეროვნული სასწავლო გეგმის“ ფასდებიან მხოლოდ ექსტერნატის გამოცდების ჩაბარების საფუძველზე..
დაწყებით საფეხურზე ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის, ასევე ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდა ტარდება შესაბამისი კლასისათვის/სემესტრისათვის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ყველა სავალდებულო საგანში. საბაზო და საშუალო საფეხურზე ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდა ტარდება იმ საგნებში, რომლებშიც განმსაზღვრელი შეფასება იწერება.
მინისტრის ბრძანება სრულად იხილეთ ბმულზე.