ქალბატონი ჯენიფერ ლოპესი, ყოველთვის შესანიშნავ ფორმაშია, მიუხედავად იმისა, რომ მისი სხეული საყოველთაოდ დამკვიდრებული სტანდარტის 90-60-90-სგან საკმაოდ შორს დგას და ეს არც არის აუცილებელი, ვინაიდან ვარსკვლავი ნებისმიერ შემთხვევაში უნაკლოდ გამოიყურება.
თუმცა, განუმეორებელ ჯეი ლოს სილამაზის შენარჩუნების საკუთარი საიდუმლო ჰქონია. ეს საიდუმლო კი ჟურნალისტებს ვარსკვლავის ფიტნესის მასწავლებელმა გაუმხილა.
როგორც გაირკვა, საიდუმლო მეტად მარტივია – ჯენიფერ ლოპესი სიცილის მეშვეობით ხდება. იგი, როგორც მწვრთნელმა აღნიშნა, დღეში 10-15 წუთი შეუჩერებლივ გულიანად იცინის, ამ დროს კი მინიმუმ 50 კალორიას წვავს.
ასევე მწვრთნელის თქმით, მომღერალი დილით საუზმეზე შვრიის ფაფას მიირთმევს ხილით, ზოგჯერ კი მხოლოდ კვერცხის ცილითაც კმაყოფილდება. დღის მანძილზე 3 ლიტრ წყალს სვამს და ცდილობს, ალკოჰოლს არ გაეკაროს. გარდა ამისა, ჯენიფერს დღე-ღამეში არანაკლებ 5 საათი სძინავს და ფაქტიურად სატრენაჟორო დარბაზში ცხოვრობს.
ავტორი