კიდევ ერთით გაიზარდა ლანჩხუთში გარდაცვლილთა რიცხვი.
ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნატო მენაღარიშვილი ამბობს, რომ ინფიცირებული პაციენტი კლინიკაში ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა, მაგრამ მონაცემებში დაგვიანებით აისახა.
“ადრინდელი გარდაცვალების შემთხვევაა. სამწუხაროდ, ჩვენ კლინიკები არ გვატყობინებენ და ინფორმაციას ვგებულობთ შემთხვევით ან ოჯახის წევრისგან, მაგრამ მაინც ვაფიქსირებთ, რომ სტატისტიკა გვქონდეს. ასაკოვანი ადამიანი გარდაიცვალა კლინიკაში, სხვა არაფერი ვიცით”,_ ამბობს მენაღარიშვილი.
ლანჩხუთში სულ კოვიდგარდაცვალების 71 შემთხვევაა დაფიქსირებული.