ოზურგეთში ინფიცირების შემთხვევებმა მოიმატა. გასული 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 79 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგი ელზა სიმონიშვილი ამბობს, რომ მდგომარეობა საგანგაშო არ არის, მაგრამ საყურადღებოა.
“გვქონდა ნაკლები შემთხვევები, სტაბილურობის ნიშნები, მაგრამ ისევ მოიმატა ინფიცირებულთა რაოდენობამ ყველა ასაკობრივ ჯგუფში, ასევე ბავშვთა დაწესებულებებში. ამ ეტაპზე 5 საჯარო სკოლაში გვაქვს შემზღუდველი ღონისძიებები. ინფიცირებული გვყავს როგორც მოსწავლეები, ასევე მასწავლებლები. სრულად დისტანციურ სწავლებაზე გვყავს ქალაქის მეორე საჯარო სკოლა. ბაილეთის საჯარო სკოლა, ორმეთის საჯარო სკოლა, ასევე დისტანციურ-ჰიბრიდულ სწავლებაზე გადავიდა ძიმითისა და ქვემო ნატანების საჯარო სკოლები. რაც შეეხება ბაღებში სიტუაციას, გვაქვს შემზღუდველი ღონიძიებები. ოზურგეთში 10 ბაღია საიზოლაციო რეჟიმზე გადაყვანილი. აქედან უმეტესობა არის ინფიცირებული ბაღის პერსონალი დამხოლოდ 2 აღსაზრდელი. ჯამში 22 ინფიცირებული გვყავს ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებში. მდგომარეობა საგანგაშო არ არის, მაგრამ საყურადღებოა”,_ ამბობს ელზა სიმონიშვილი.
სულ ოზურგეთში დაფიქსირებულია კორონავირუსის 10846 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 9854 პაციენტი, გარდაცვლილია 84.
[sexy_author_bio]