ცოტა ხნის წინ, ფოთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე მეტალურგიულ ქარხანაში აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. ადგილობრივების ინფორმაცით, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ახლოს მდებარე საცხოვრებელ კორპუსის კედლები დააზიანა.
როგორც ისინი ამბობენ, მსგავსი შემთხვევა ხშირად არის, რაც ავარიულ კორპუსს დამატებით საფრთხეს უქმნის.
“აფეთქების ხმაზე გარეთ გამოვცვივდით, დიდი შენობაა ძველი აშენებული და ჩამოიშალა. გაუსაძლის პირობებში გვიწევს ცხოვრება. ქარხნიდან გამონაბოლქვით დაბინძურებული ჰაერი, ხმაური, ხშირი აფეთქებები. აქ 29 პატარა ბავშვი ცხოვრობს და ზოგიერთს ანალიზებში რკინის მაღალი მაჩვენებელი დაუფიქსირდა. 25 წელზე მეტია ვითხოვთ ყურადღებას. გაგვასახლონ ეტაპობრივად”,– განაცხადა ზურაბ დორჩოშვილმა. მეტალურგიული ქარხნის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ უსაფრთხოების ნორმები მაქსიმალურად დაცულია.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველოს ბრიგადა, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი და პოლიცია.