უამინდობაა დასავლეთ საქართველოში, მათ შორის ლანჩხუთის მუნიციპალიტეშიც, სადაც უკვე მესამე დღეა წვიმს და წინა დღეებთან შედარებით ჰაერის ტემპერატურაც დაბალია.
როგორც მერიის პიარმა გვითხრა, უამინდობის გამო ლანჩხუთში მნიშვნელოვანი პრობლემები არ შექმნილა.
როგორც ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციის შედეგად გავარკვიეთ, მოთოვა მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში, თუმცა, უმნიშვნელოდ.
„ცოტა თოვლია ძალიან, მიწა მოფარა“-გვითხრა ირაკლი მარშანიშვილმა სოფელ კოკათიდან.