„ცოტა ჟურნალისტებმა ტვინი გაანძრიეთ“, _ამ განცხადებით გამოეხმაურა დღეს, დამოუკიდებელი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დასმულ კითხვას, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ავლაბრის რეზიდენციაში შესვლას ეხებოდა.
„უკვე არის ნათქვამი და ცოტა ჟურნალისტებმა ტვინიც გაანძრიეთ და ჩაიხედეთ, სად არის ნათქვამი. მე ვთქვი, რომ ჩემთვის არის სრულიად შესატყვისი იმ ახალი პრეზიდენტისთვის, ქალი პრეზიდენტისთვის ის ორბელიანების სასახლე, რომელსაც აქვს სხვა დატვირთვა ჩემთვის. მე ძალიან კომფორტაბელურად ვგრძნობ თავს ასეთი ტიპის სასახლეში, მეორე ისიც ვთქვი, რომ მე ჩემს სახლში ვიცხოვრებ, ჩემი სახლიდან ფეხით ვივლი და ესეც არის ახალი ფორმა პრეზიდენტობის. მზად ვარ, რომ ყველაფერი გავიმეოროთ, მაგრამ ისიც მართალია, რომ ნათქვამია“,_ განაცხადა ზურაბიშვილმა.