ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.ამის შესახებ ინფორმაციას ანა ჯაბაური ავრცელებს.
„კორონა ვირუსით შექმნილი განსაცდელის მიუხედავად, ცოტნეს ჯანმრთელობის მიმართ ინტერესი არ ნელდება, რის გამოც უღრმეს მადლობას მოგახსენებთ. ცოტნეს მდგომარეობა არის სტაბილური და საიმედო. ნელ-ნელა უმჯობესდება როგორც მოტორული, ასევე კოგნიტური ფუნქციები _ აამოძრავა ოთხივე კიდურის თითები, შეუძლია ხელის მოხრა ორივე იდაყვის სახსარში, აღუდგა ყლაპვის ფუნქცია, უფრო მეტი გულმოდგინებით ასრულებს მარტივ დავალებებს. ჯერ-ჯერობით წინ მხოლოდ მოკრძალებულ ნაბიჯებს ვდგამთ, მაგრამ უახლოეს მომავალში იგეგმება მისი გადაყვანა ევროპის საუკეთესო სარეაბილიტაციო ცენტრში, სადაც, იმედი გვაქვს, გამოჯანმრთელების პროცესი უფრო ინტენსიური, შედეგები კი უფრო საგულისხმო იქნება”,_ წერია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ერთ-ერთ ვაჟი დეკემბერში დაჭრეს.