ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ 4 პირს პატიმრობა შეეფარდა.
ცნობისთვის, გიორგი სოლოღაშვილსა და ტატო ღარიბაშვილს სასამართლომ 15 – 15 წლიანი პატიმრობა შეუფარდა, პეტრე ყუფადაძეს 4-წლიანი, კახა ჩხეტიანს კი 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახურდია 2019 წლის 19 დეკემბერს დაჭრეს.
საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟს ჯერ ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ, შემდეგ კი თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს.
ამჯერად ხანგრძლივ სარეაბილიტაციო პროცესს ცოტნე გამსახურდია გერმანიაში გადის.